2010-08-20
815
0
0


ქართული ბლოგი - ცისარტყელა ვერსია 1.0 - ის საავტორო უფლება ეკუთვნის wsc.

ქართული ბლოგი - ცისარტყელა ვერსია 1.0 არის გათვლილი პირადი ვებ – გვერდების შესაქმნელად, დღეს ინტერნეტის ასეთი ტემპის განვითარების ეპოქაში ვფიქრობ ყველა პიროვნებას ვინც ცოტათი მაინც ერკვევა ახალ ტექნოლოგიებში უჩნდება საკუთარი თავის წარმოჩინების, თავის თავზე ლაპარაკის სურვილი. შეგიძლიათ გადმოწეროთ საიტი, ინსტრუქციის თანახმად აირჩიოთ სასურველი ფერი, წყობა და მთლიანად თქვენი სურვილის მიხედვით წარმოაჩინოთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება.

ქართული ბლოგი - ცისარტყელა ვერსია 1.0 არის მრავალფუნქციური საიტი და ამიტომ ყოვლად შესაძლებელია მისი გამოყენება კომპანიის კორპორატიული იმიჯის ჩამოყალიბებისა და განმტკიცების მიზნით, ასევე ახალი პროდუქტის გაცნობის მიზნით. ასეთი ტიპის საიტების გამოყენება მიზანშეწონილია მცირე კომპანიებისთვის და მათი გამოყენება ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას.

საიტი შეიცავს შემდეგ ფუნქციებს:
  1. საიტი მუშაობს დინამიურ რეჟიმში;
  2. საიტი შეიცავს ადმინისტრატორის სამართავ პანელს;
  3. მარცხენა და მარჯვენა ბლოკის (ჩართვა - გამორთვა);
  4. რეკლამა მაღლა სათავეში 468 - 60 (ჩართვა - გამორთვა);
  5. რეკლამები მთავარ გვერდზე (ჩართვა - გამორთვა);
  6. რეკლამები მარჯვენა და მარცხენა ბლოკში (ჩართვა - გამორთვა);
  7. შვიდი ფერი (ჩართვა - გამორთვა);
  8. შვიდი სხვადასხვა თემა (ჩართვა - გამორთვა);
  9. შვიდი სიახლეების გამოტანის სტილი (ჩართვა - გამორთვა);
  10. კომენტარი და რეიტინგი (ჩართვა - გამორთვა);
  11. ყველა სიახლის გვერდი და გადმოწერის ფუნქცია (ჩართვა - გამორთვა);
  12. დათვალიერების თვლა;
  13. ვიზუალური რედაქტორი;
  14. შეტყობინების გაგზავნა საიტიდან და ადმინისტრატორის პანელიდან;
  15. საძიებო სისტემა (ჩართვა - გამორთვა);
  16. სტატისტიკა (ჩართვა - გამორთვა);
  17. მეგობარი საიტები (ჩართვა - გამორთვა);
  18. კატეგორიები და სიახლეები (ჩართვა - გამორთვა);
  19. სიახლეების არხივი (ჩართვა - გამორთვა);
  20. საიტის დაყენების დაწვრილებითი ინსტრუქცია;
  21. სამართავ პანელთან მუშაობის დაწვრილებითი ინსტრუქცია.

საიტის პროგრამული უზრუნველყოფა და დიზაინი ეკუთვნის მთლიანად wsc - ს, შესრულებულია - მარინე ღვედაშვილის მიერ.

საიტის ძრავით შეგიძლიათ ისარგებლოთ სრულიად უფასოდ და უფლება გაქვთ შეცვალოთ საიტზე ყველაფერი თქვენი სურვილის მიხედვით, გარდა ერთისა, არ მოხსნათ მთავარ გვერდზე მოთავსებული უკან დასაბრუნებელი ბმული ლოგო.

პროდუქტის გამართულ მუშაობაზე სრულ გარანტიას იძლევა wsc.

გისურვებთ წარმატებას!

გადმოწერა

მოიწონეთ გვერდი

დამატებული კომენტარები

ამ პოსტს არა აქვს ჯერ კომენტარები

კომენტარის დამატება

არ ვარ რობოტი





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 10

კომენტარი სულ: 3

საიტზე იმყოფება: 2

არქივი

2017-04

2016-10

2016-08

2012-04