იმისათვის, რომ ვიპოვოთ უცნობი შესაკრები, ჯამს უნდა გამოვაკლოთ ცნობილი შესაკრები.
მაგალითი: ვიპოვოთ x, თუ x+15=27, ამოხსნა: x=27-15, x=12.
იმისათვის, რომ ვიპოვოთ უცნობი საკლები, საჭიროა სხვაობას დამუმატოთ მაკლები.
მაგალითი: ვიპოვოთ x, თუ x-13=17, ამოხსნა: x=17+13, x=30.
იმისათვის, რომ ვიპოვოთ უცნობი მაკლები, საკლებს უნდა გამოვაკლოთ სხვაობა.
მაგალითი: ვიპოვოთ x, თუ 23-x=12, ამოხსნა: x=23-12, x=11.
იმისათვის, რომ ვიპოვოთ უცნობი თანამამრავლი, ნამრავლი უნდა გავყოთ ცნობილ თანამამრავლზე.
მაგალითი: ვიპოვოთ x, თუ x.9=27, ამოხსნა: x=27:9, x=3.
იმისათვის, რომ ვიპოვოთ უცნობი გასაყოფი, საჭიროა გამყოფი გავამრავლოთ განაყოფზე.
მაგალითი: ვიპოვოთ x, თუ x:8=3, ამოხსნა: x=8.3, x=24.
იმისათვის, რომ ვიპოვოთ უცნობი გამყოფი, საჭიროა გასაყოფი გავყოთ განაყოფზე.
მაგალითი: ვიპოვოთ x, თუ 36:x=4, ამოხსნა: x=36:4, x=9.
შენიშვნა: მათემატიკური ცნებები ძირითადად წარმოდგენილია ეროვნული მისაღები გამოცდებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოდან - ავტორები: ს.თოფურია, ვ.ხოჭოლავა, ნ.მაჭარაშვილი, გ. აბესაძე, ზ. მეტრეველი.
განმარტება: პროფესორ ს. თოფურიას რედაქციით მეხუთე გადამუშავებული გამოცემა.
ტესტები მათემატიკაში
შემაჯამებელი სულ: 73
შემაჯ. - ამოცანა: 1682
გამოცდა - CAT: 1
CAT - ამოცანა: 186
ოფისი - WINDOWS: 1
WINDOWS - ამოცანა: 25
საჭირო ინფორმაცია
შესრულებულია სულ: 5769
მათ. ცნებები სულ: 87
პოსტი - გაკვეთილი: 332
მომხმარებელი: 149
საიტზე იმყოფება: 6
