5-ით დაბოლოებული რიცხვის 5-ზე გასაყოფად, მოცემული რიცხვი გავამრავლოთ ორზე და შედეგი გავყოთ 10-ზე.
მაგალითად: 265:5, ნიშნავს 265.2:10=530:10=53
0-ით დაბოლოებული რიცხვის 5-ზე გასაყოფად, მოცემული რიცხვი გავყოთ 10-ზე და გავამრავლოთ 2-ზე.
მაგალითად: 280:5, ნიშნავს 280:10.2=28.2=56
00-ით დაბოლოებული რიცხვის 25-ზე გასაყოფად, მოცემული რიცხვი გავყოთ 100-ზე და გავამრავლოთ 4-ზე.
მაგალითად: 2600:25, ნიშნავს 2600:100.4=26.4=104
ორნიშნა რიცხვის 11-ზე გასამრავლებლად ამ რიცხვის ციფრებს შორის უნდა ჩავწეროთ მათი ჯამი, როცა ციფრთა ჯამი 10-ზე მეტია, მაშინ პირველ ციფრს დავამატოთ 1.
მაგალითად: 27.11, ნიშნავს 2+7=9 და 9 ჩავწეროთ 2-სა და 7-ს შორის, ესე იგი 27.11=297, ახლა 57.11, ნიშნავს 5+7=12, მიღებული 12-დან ათეულების ციფრი 1 გადადის წინა თანრიგზე, ამიტომ 1+5=6, ესე იგი 57.11=627
5-ით დაბოლოებული ორნიშნა რიცხვის კვადრატში ასაყვანად პირველი ციფრი გავამრავლოთ მომდევნო ციფრზე და მივუწეროთ 25.
მაგალითად: ვიპოვოთ 352, ნიშნავს 3.4=12 და მივუწეროთ 25, ესე იგი 352=1225.
ერთნაირი ციფრით დაწყებული ორი ორნიშნა რიცხვის ნამრავლი ტოლია, რომლებსაც მეორე ციფრების ჯამი აქვთ 10-ის ტოლი, - პირველი ციფრი გავამრავლოთ მომდევნო ციფრზე და მივუწეროთ ორივე რიცხვის მეორე ციფრების ნამრავლი.
მაგალითად: ვიპოვოთ 36.34, ნიშნავს 3.4=12 და მივუწეროთ მეორე ციფრების ნამრავლი 6.4=24, ესე იგი 36.34=1224.
90-ზე მეტი და 100-ზე ნაკლები რიცხვების კვადრატი ტოლია, მოცემულ რიცხვს გამოვაკლოთ რიცხვი, რომელიც აკლია 100 რომ გახდეს, და მივუწეროდ იგივე რიცხვის კვადრატი.
მაგალითად: ვიპოვოთ 932, ნიშნავს 93-7=86, და მივუწეროთ 7-ის კვადრატი, ესე იგი 932=8649
შენიშვნა: მათემატიკური ცნებები ძირითადად წარმოდგენილია ეროვნული მისაღები გამოცდებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოდან - ავტორები: ს.თოფურია, ვ.ხოჭოლავა, ნ.მაჭარაშვილი, გ. აბესაძე, ზ. მეტრეველი.
განმარტება: პროფესორ ს. თოფურიას რედაქციით მეხუთე გადამუშავებული გამოცემა.
ტესტები მათემატიკაში
შემაჯამებელი სულ: 73
შემაჯ. - ამოცანა: 1682
გამოცდა - CAT: 1
CAT - ამოცანა: 186
ოფისი - WINDOWS: 1
WINDOWS - ამოცანა: 25
საჭირო ინფორმაცია
შესრულებულია სულ: 5769
მათ. ცნებები სულ: 87
პოსტი - გაკვეთილი: 332
მომხმარებელი: 149
საიტზე იმყოფება: 2
