ზოგჯერ გაყოფის შეუსრულებლად შეგვიძლია დავადგინოთ, იყოფა თუ არა ერთი რიცხვი მეორეზე.

თუ ორი ან რამდენიმე შესაკრებიდან (სხვაობიდან) თითოეული იყოფა რაიმე რიცხვზე მაშინ ჯამიც (სხვაობაც) გაიყოფა იგივე რიცხვზე.

თუ ორი ან რამდენიმე თანამამრავლიდან ერთი მაინც იყოფა რაიმე რიცხვზე მაშინ ნამრავლი გაიყოფა იგივე რიცხვზე.

რიცხვები, რომლებიც უნაშთოდ იყოფა 2-ზე, ლუწია, ხოლო თუ რიცხვი არ იყოფა 2-ზე უნაშთოდ - კენტია.

2-ზე იყოფა რიცხვები რომელიც ლუწია.

3-ზე იყოფა რიცხვები, რომელთა ციფრთა ჯამი იყოფა 3-ზე.

ნატურალური რიცხვი, რომელიც ორზე მეტ ციფრს შეიცავს, იყოფა 4 ზე, თუ ამ რიცხვის ბოლო ორი ციფრისგან შედგენილი რიცხვი იყოფა 4-ზე.

5-ზე იყოფა რიცხვები, რომლებიც მთავრდება ციფრი 0 და 5.

6-ზე იყოფა რიცხვები, რომლებიც ლუწია და რომლის ციფრთა ჯამი იყოფა 3-ზე.

ნატურალური რიცხვი, რომელიც სამზე მეტ ციფრს შეიცავს, იყოფა 8 ზე, თუ ამ რიცხვის ბოლო სამი ციფრისგან შედგენილი რიცხვი იყოფა 8-ზე.

9-ზე იყოფა რიცხვები, რომელთა ციფრთა ჯამი იყოფა 9-ზე.

10-ზე იყოფა რიცხვები, რომლებიც 0-ით ბოლოვდება.

11-ზე იყოფა რიცხვები, რომლის კენტ ადგილებზე მდგომი ციფრების ჯამი ტოლია ლუწ ადგილებზე მდგომ ციფრთა ჯამისა, ან განსხვავდება რიცხვით, რომელიც იყოფა 11-ზე.

თუ მთელი რიცხვების ნამრავლში არის ერთი თანამამრავლი მაინც ლუწი, მაშინ ნამრავლი ლუწია, ხოლო თუ არცერთი თანამამრავლი არ არის ლუწი, ნამრავლი - კენტია.

თუ ორი მთელი რიცხვი ლუწია, მაშინ მათი ჯამი და სხაობაც ლუწია, ასევე ორი კენტი რიცხვის ჯამი და სხვაობა - ლუწია.

თუ ორი მთელი რიცხვიდან ერთი ლუწია და მეორე კენტი, მაშინ მათი ჯამიც და სხვაობაც კენტია.



შენიშვნა: მათემატიკური ცნებები ძირითადად წარმოდგენილია ეროვნული მისაღები გამოცდებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოდან - ავტორები: ს.თოფურია, ვ.ხოჭოლავა, ნ.მაჭარაშვილი, გ. აბესაძე, ზ. მეტრეველი.

განმარტება: პროფესორ ს. თოფურიას რედაქციით მეხუთე გადამუშავებული გამოცემა.




ტესტები მათემატიკაში

შემაჯამებელი სულ: 73

შემაჯ. - ამოცანა: 1682

გამოცდა - CAT: 1

CAT - ამოცანა: 186

ოფისი - WINDOWS: 1

WINDOWS - ამოცანა: 25


საჭირო ინფორმაცია

შესრულებულია სულ: 5769

მათ. ცნებები სულ: 87

პოსტი - გაკვეთილი: 332

მომხმარებელი: 149

საიტზე იმყოფება: 4