2020-03-30, ორშაბათი
საშინაო დავალებები ამიტვირთეთ, ვისაც არ გამოგიგზავნიათ.
დღეს ვიხილავ ჯგუფური მუშაობის ამოცანა 4-ს, ამოცანის პირობის თანახმად თუ 2 წუთში 400 მ-ით ნაკლებს გადის, მაშინ 1 საათში რამდენით ნაკლებ მეტრს - კილომეტრს გაივლის?
იანგარიშეთ, ნახავთ რომ 12 კილომეტრით ნაკლებს გაივლის ერთ საათში, ახლა აღნიშნეთ სატვირთოს სიჩქარე x-ით და მაშინ ავტობუსის იქნება?
ეცადეთ თვითონ შეადგინოთ განტოლება.
ახალი დავალების შესასრულებლად მინდა მოგცეთ მითითება, ამოცანა 13 - წარმოიდგინეთ თქვენი კლასი და ცვლით სურათებს, კლასში ხართ 16, თითოეულს რამდენი სურათის გაცემა მოგიწევთ? საკუთარი თავი უნდა ჩათვალოთ თუ არა? ახლა კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აიღეთ ზოგადად - მიიღებთ კვადრატულ განტოლება.
ამოცანა 14 - აქ ორი თამაშობს და იგივე სიტუაციით რაოდენობა რომ დავადგინოთ ორივე უნდა ჩაითვალოს?
სახელმძღვანელოდან - გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ქურჩიშვილი, გვ. 199-200.
საშინაო დავალება, ამოხსენით ამოცანები - დავალება 13-17.
თუ რაიმეს ვერ შესძლებთ მომწერეთ და მითითებებს მოგაწვდით, ან თიმში შეხვედრისას გავარჩევთ ერთად.
შესრულებული საშინაო დავალებები ჩამიყარეთ ჯგუფში.
ტესტები მათემატიკაში
შემაჯამებელი სულ: 73
შემაჯ. - ამოცანა: 1682
გამოცდა - CAT: 1
CAT - ამოცანა: 186
ოფისი - WINDOWS: 1
WINDOWS - ამოცანა: 25
საჭირო ინფორმაცია
შესრულებულია სულ: 5769
მათ. ცნებები სულ: 87
პოსტი - გაკვეთილი: 332
მომხმარებელი: 149
საიტზე იმყოფება: 14
