2020-03-31, სამშაბათი


საშინაო დავალებები ამიტვირთეთ, ვისაც არ გამოგიგზავნიათ.

ამოცანა 17-ის ამოხსნისას უნდა გავითვალისწინოთ ორი შემთხვევა, ავადმყოფობის გამო ორი გამოთიშული მოთამაშე შეხვდა თუ არ შეხვდა ერთმანეთს. თუ შეხვდა მხოლოდ 10 თამაში უნდა ვიანგარიშოთ და თუ არ შეხვდა მაშინ 11.

ორი მოთამაშის გარეშე, მათი ნათამაშები პარტიების გათვალისწინებით განტოლება ჩაიწერება: (x-2)(x-3)/2 + 10 = 55 ან (x-2)(x-3)/2 + 11 = 55 - მეორე შემთხვევაში განტოლებას ამონახსნი არა აქვს, ამიტომ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს.

ახალი მასალა არის - გეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენა ალგებრული დამოკიდებულებების საშუალებით.

დღეს თიმში შეხვედრაზე ვიმსჯელებთ დაწვრილებით გაკვეთილის შინაარსზე.

სახელმძღვანელოდან - გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ქურჩიშვილი, გვ. 201.

საშინაო დავალება, შეარჩიეთ სწორი პასუხი - დავალება 1-17.

თუ რაიმეს ვერ შესძლებთ მომწერეთ და მითითებებს მოგაწვდით, ან თიმში შეხვედრისას გავარჩევთ ერთად.

შესრულებული საშინაო დავალებები ჩამიყარეთ ჯგუფში.




ტესტები მათემატიკაში

შემაჯამებელი სულ: 73

შემაჯ. - ამოცანა: 1682

გამოცდა - CAT: 1

CAT - ამოცანა: 186

ოფისი - WINDOWS: 1

WINDOWS - ამოცანა: 25


საჭირო ინფორმაცია

შესრულებულია სულ: 5769

მათ. ცნებები სულ: 87

პოსტი - გაკვეთილი: 332

მომხმარებელი: 149

საიტზე იმყოფება: 8