2023-09-06, ოთხშაბათი
მიმართულება: - რიცხვები
სამიზნე ცნება: სიმრავლე, რიცხვითი სიმრავლეები და მათი თვისებები
მაკრო ცნება: რაოდენობრივი მსჯელობა, კავშირები, ფორმა
კლასი: VIII
დრო: 3 კვირა
საკვანძო კითხვები:
- როგორ გვეხმარება პროცენტის ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში?
- როგორ გვეხმარება მცირე და დიდი რიცხვების სტანდარტული ფორმით ჩაწერა მათზე მოქმედებების შესრულებისას?
საკითხი 1: სამომხმარებლო არითმეტიკა
ქვესაკითხები:
- კურსი და ვალუტის გადაცვლა;
- მარტივად დარიცხული პროცენტი;
- დღგ - დამატებითი ღირებულების გადასახადი.
საკითხი 2: მთელმაჩვენებლიანი ხარისხი
ქვესაკითხები:
- მთელმაჩვენებლიანი ხარისხი;
- თვისებები: ნამრავლის, ფარდობის, ხარისხის ახარისხება;
- ტოლფუძიანი ხარისხების ნამრავლი და შეფარდება;
- ხარისხების შედარება;
- რიცხვის ჩაწერის სტანდარტული ფორმა და მისი კავშირი პოზიციურ სისტემასთან.
კომპლექსური დავალების პირობა - საოჯახო ბიზნესი
როგორც იცით ბავშვებს დაბადების დღეების გაფორმება უყვართ ჰელიუმის ბუშტებით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ოჯახს აქვს დაბადების დღის აქსესუარების მაღაზია. ბიზნესის გაფართოვების მიზნით გადაწყვიტეთ შეიძინოთ ჰელიუმის ბალონები ბუშტების გასაბერად და შესაბამისი ბუშტები. ამისთვის გამოყოფილი გაქვთ 2000 დოლარი. დაგეგმეთ თქვენი ოჯახის ბიზნესის გაფართოება.
შენი დავალებაა: მოიფიქრე საოჯახო ბიზნესის გაფართოვების გეგმა, გამოითვალე სავარაუდო მოგება და ბანკში ანაბარზე შენახული თანხიდან მიღებული სარგებელი. გამოიკვლიე შესაძლებელია თუ არა ჰელიუმი შეცვალო სხვა აირით, ისე რომ ბავშვებისთვის საინტერესო იყოს და ბიზნესისთვის უფრო მომგებიანი. კვლევის შედეგები წარმოადგინე შენთვის ხელსაყრელი ფორმით.
გამოიყენე ქვემოთ მოცემული მონაცემები:
ჰელიუმის სიმკვრივე ρ = 1,7 · 10 – 4 გ/სმ3
ამოცანაზე მუშაობისას გაითვალისწინე შემდეგი რჩევები:
- ამოცანაში მოცემული რიცხვები ჩაწერე სტანდარტული სახით;
- იპოვე რა მოცულობას (ლიტრებში) დაიკავებს ბალონებში ჰელიუმი;
- წარმოადგინე შენი ოჯახის საქმიანობის გაფართოვების ბიზნეს გეგმა შენთვის ხელსაყრელი ფორმით;
- მოიძიე ინფორმაცია მცირე ბიზნესის დღგ-ს შესახებ;
- ყველა საჭირო მოქმედება შეასრულე სტანდარტული ფორმით ჩაწერილი რიცხვებით;
- გამოთვალე რა თანხა დაგიგროვდება თუ შენი ბიზნესიდან მიღებულ მოგებას შეიტან ანაბარზე 2 წლის ვადით მარტივი წლიური 8% სარგებლით.
პრეზენტაციისას ნათლად წარმოაჩინე:
- როგორი რიცხვები გამოიყენე დავალების შესრულების დროს?
- როგორ ჩაწერე დავალების გამოყენებული რიცხვები სტანდარტული ფორმით?
- როგორ დაგეხმარა მოქმედებათა თანმიმდევრობის და მთელმაჩვენებლიანი ხარისხის თვისებების ცოდნა საჭირო სიდიდეების პოვნაში? (ჰელიუმის მიერ დაკავებული მოცულობა ბალონებში, ბუშტის რაოდენობის დადგენა და ა.შ);
- როგორი დამოკიდებულებაა ფულის სხვადასხვა ერთეულებს შორის?
- რას გვიჩვენებს დღგ?
- როგორ გამოითვალე შენს მიერ დაგეგმილი ბიზნესის გაფართოების შედეგად მიღებული სარგებელი? როგორ გამოითვალე მარტივად დარიცხული პროცენტი?
- როგორ დაგეხმარა პროცენტთან დაკავშირებული მოქმედებების ცოდნა ბიზნესის სწორად დაგეგმვაში?
- მუშაობის პროცესში წააწყდი თუ არა რაიმე პრობლემას, შეძელი თუ არა მისი გადაჭრა და როგორ? (თუ ვერ შესძელი რა იყო ხელისშემშლელი პირობები);
- იმსჯელე რა უპირატესობა აქვს შენს მიერ არჩეული ბიზნესის გაფართოვების გეგმას?
შეფასების კრიტერიუმები, მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- ნატურალური რიცხვების, მთელი და რაციონალური რიცხვების კლასიფიცირება;
- რიცხვების წარმოდგენა/ჩაწერა სხვადასხვა ფორმით;
- მათემატიკურ პრობლემასთან მუშაობისას მათემატიკური ოპერაციების გამოყენებით, მოქმედებათა თანმიმდევორბის დაცვით, მთელმაჩვენებლიანი ხარისხის თვისებების გამოყენებით ზუსტი ან მიახლოებითი ამოხსნების მოძიება;
- განსაზღვროს, თუ როგორ იცვლება რაოდენობები ერთმანეთთან მიმართებაში პროპორციული დამოკიდებულებების დროს;
- პროცენტის და მასთან დაკავშირებული მოქმედებების ცონდა გამოიყენოს ფინანსური, სამეცნიერო და ყოველდღიური საკითხები გადაჭრაში.
რეკომენდაციები მოსწავლეს:
რიცხვის ჩაწერა სტანდარტული სახით
გაიწაფე სავარჯიშოებში შემდეგი ბმულების დახმარებით:
ტესტები მათემატიკაში
შემაჯამებელი სულ: 73
შემაჯ. - ამოცანა: 1682
გამოცდა - CAT: 1
CAT - ამოცანა: 186
ოფისი - WINDOWS: 1
WINDOWS - ამოცანა: 25
საჭირო ინფორმაცია
შესრულებულია სულ: 5769
მათ. ცნებები სულ: 87
პოსტი - გაკვეთილი: 332
მომხმარებელი: 149
საიტზე იმყოფება: 29
