2023-09-21, ხუთშაბათი


მიმართულება: ალგებრა

სამიზნე ცნება: დამოკიდებულება, ფუნქცია; განტოლება/უტოლობა

მაკრო ცნება: კავშირები,მოდელი/მოდელირება, კვლევა

კლასი: 8 კლასი

დრო: 4 კვირა

საკითხი 1: წრფივი ფუნქცია

ქვესაკითხები:

  1. წრფივი დამოკიდებულება და მისი გამოსახვა გრაფიკის, ცხრილის და განტოლების საშუალებით.

საკითხი 2: წრფივი უტოლობა

ქვესაკითხები:

  1. ერთუცნობიანი წრფივი უტოლობები;
  2. უტოლობის ამოხსნა რიცხვითი ღერძის მეშვეობით;
  3. ამოცანების ამოხსნა უტოლობის გამოყენებით. საკვანძო კითხვა:
  4. შესაძლებელია თუ არა მოძრაობა აღიწეროს მათემატიკურად?
  5. გიცდია თუ არა ისეთი მოდელის დამზადება, რომელიც შეძლებდა მოძრაობას?

დავალების პირობა:

STEAM მოძრავი მანქანის მოდელების შექმნა, მოძრავი მანქანის მოძრაობის აღწერა, ფორმულირება.

როგორ მოდის მოძრაოაბში მანქანა?

ჩაატარე კვლევა. მანქანა დაამზადე ინსტრუქციის (იხილეთ ქვემოთ) მიხედვით, გააბი 3მ-იანი სიგრძის თოკი ან 3მ-იანი სიგრძის საზომი ხელსაწყო და შენი დამზადებული მანქანით, დაიწყე დაკვირვება, რამდენი მეტრი გაიარა თითოეულმა მანქანამ მოძრაობაში მოყვანიდან 1 წამში, 2 წამში, 3 წამში და ა.შ. ეს დამოკიდებულება აღწერე ცხრილში. თუ გიფიქრია რაზეა დამოკიდებული სისწაფე? რა სიდიდეებს უნდა დავაკვირდეთ სისწაფის აღსაწერად?

შენი დავალებაა: დაამზადე ორი მოძრავი მანქანა, ერთი მარტივი მექანიზმით (რეზინით ან ბუშტით), მეორე DC მოტორის მეშვეობით.

ჩაატარე ექსპერიმენტი, რომელი უფრო სწრაფია?

იმისათვის რომ გაიაზრო რას ნიშნავს სწრაფი, შეავსე ცხრილი. დაადგინე რამდენ სმ-ს გადის თითო მანქანა ერთ წამში, ან ორ წამში.

ასევე შეგიძია დაამზადოთ სხვადასხვა მოძრავი ობიექტები და მოაწყოთ ფორუმი, რომლის მიერ დამზადებული მანქანა, თვითმრფინავი, გემი მოძრაობს უფრო სწრაფად? იმსჯელეთ მექანიზმებზე, აღწერეთ თითოეულის მოძრაობა როგორც გრაფიკის ასევე ფორმულის მეშვეობით.

ვიდეო ინსტრუქციები:

    მარტივი კონსტრუქცია რეზინით მორაობაში მოყვანა

    DC მოტორით

    DC მოტორი ვერსია 2

    სხვადასხვა მოძრავი ობიექტები

გამოთვალეთ მათი განვლილი მაძილი და ჩაწერეთ ცხრილში:

რეზინიანი მანქანა(სმ)

მოტორიანი მანქანა(სმ)

მოახდინე სიტუაციის ფორმულირება, წარმოადგინე მოძრაობა გრაფიკის მეშვეობით

  1. იმსჯელე დადის თუ არა შენი მანქანა თანაბრად?
  2. ცხრილის მიხედვით გამოიტანე დასკვნა, რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ავტომობილის სწრაფი გადაადგილება?

ქვემოთ მოცემულია ვიდეო ინსტრუქცია, რაც დაგეხმარება მანქანის დამზადებაში.

შეფასება: შეფასების კრიტერიუმი, მოსწავლემ უნდა შეძლოს

  1. მათემატიკური მოდელით რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების აღწერა მათემატიკური ცნებებისა და ენის გამოყენებით;
  2. ორი სიმრავლის ელემენტებს შორის დაამყაროს შესაბამისობა მიუხედავად ელემენტების ბუნებისა;
  3. აღწეროს თუ როგორ არის დაკავშირებული სხვადასხვა სიდიდეები ერთმანეთთან;
  4. სიდიდეებს შორის დამოკიდებულების წარმოდგენა განტოლებებით/ფორმულით, გრაფიკებით, ცხრილებით ან სიტყვიერი აღწერით;
  5. ცვლადების, სიმბოლოების, დიაგრამის და შესაბამისი სტანდარტული მოდელების, გამოყენებით, რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესის მათემატიკური წარმოდგენა(მოდელირება);
  6. მათემატიკური ცოდნის: ფაქტების, წესების, ალგორითმების ცოდნით განტოლების/უტოლობის ამოხსნა, პრობლემის გადაჭრა და პასუხის დასაბუთება;
  7. განტოლებაში (უტოლობაში) შესაბამისი ოპერაციების განხორციელების შედეგად მიიღოს ტოლფასი განტოლება (უტოლობა).

რეკომენდაციები მასწავლებელს სასურველია თუ მოსწავლეები დაამზადებენ სხვადასხვა წესით, შემდეგ იქნება პატარა ფორუმი კლასში, სადაც ყველა წარადგენს თავის ნამუშევარს.

აღნიშნული აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ მოსწავლემ გაიაზროს მოძრაობა, მანძილის ცვლილება დროის ერთეულში, როგორ ხდება მანქანის მოძრაობაში მოყვანა. მოცემულ აქტივობაზე ხორციელდება ხშირად ფესტივალები, იხილეთ ვიდეო:

მანქანის მოძრაობაში მოყვანა - STEM




ტესტები მათემატიკაში

შემაჯამებელი სულ: 73

შემაჯ. - ამოცანა: 1682

გამოცდა - CAT: 1

CAT - ამოცანა: 186

ოფისი - WINDOWS: 1

WINDOWS - ამოცანა: 25


საჭირო ინფორმაცია

შესრულებულია სულ: 5769

მათ. ცნებები სულ: 87

პოსტი - გაკვეთილი: 332

მომხმარებელი: 149

საიტზე იმყოფება: 36