2022-03-10, ხუთშაბათი


კომპლექსური დავალების პირობა:

საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ეზოს კეთილმოწყობა და ბაღის აღსაზრდელთათვის გასართობი კუთხის მოწყობა.წარმოიდგინე რომ ბაღის ადმინისტრაციამ გთხოვა დახმარება დაგეგმარებაში.(დაგეგმარებაში გამოიყენეთ წრეწირი/წრე და მისი ნაწილები) გაითვალისწინეთ შემდეგი პირობები:

  1. ნაკვეთს აქვს მართკუთხედის ფორმა;
  2. ნაკვეთის ცენტში დგას ხე;
  3. გასართობ ატრაქციონებს აქვთ წრეწირის ფორმა თუმცა განსხვავდებიან ერთმანეთისაგან რადიუსებით;
  4. მბრუნავი საქანელა უნდა მდებარეობდეს ხისგან დასავლეთით 9 ბიჯით. მისი რადიუსია 50სმ;
  5. სასრიალო რომლის დიამეტრია 2მ მდებარეობს ხისგან ჩრდილოეთით ბიჯით 8;
  6. ხისგან სამხრეთით უნდა იყოს მრგვალი ყვავილნარი- დიამეტრით 1მ, მის მის ნახევარზე გვირილებია, ხოლო მეორე ნახევარზე იები;
  7. ხისგან აღმოსავლეთით 7 ბიჯის შემდგომ კიდევ ერთი მბრუნავი საქანელა რადიუსით 60სმ უნდა მდებარეობდეს, მასზე უნდა განთავსდეს სამი სკამი და ისინი ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული ხის ძელებით, რომ საქანელა იყოს მყარი;
  8. ნაშრომი წარმოადგინეთ მაკეტის ან ნახაზის სახით, სადაც რეალურ 1მ-ს შეესაბამება 10სმ და 1 ბიჯი 1 უჯრას.
  9. რაში შეიძლება გამოგადგეთ მიღებული გამოცდილება მომავალში?
  10. თქვენი სურვილის მიხედვით რომელიმე ატრაქციონი შეგიძლიათ შეცვაალოთ ეშმაკის ბორბალით.

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინე:

  1. რომ ჩვენს გარშემო და გარემომცველ ბუნებაში არსებულ უამრავ საგანს გეომეტრიული ფიგურების ფორმა აქვს და რომელი გეომეტრიული ფიგურები გამოიყენეთ მოცემული დავალების შესასრულებლად?
  2. რა საერთო და რა განმასხვავებელი ნიშან-თვისებები გააჩნია თქვენ მიერ გამოყენებულ ფიგურებს?
  3. როგორ და რაში გვეხმარება გეომეტრიულ ფიგურათა თვისებების ცოდნა;
  4. რა საშუალება გამოიყენეთ იმისათვის რომ მოგეხდინათ ადგილმდებარეობის დასადგენად ჩანაწერის გაკეთება?
  5. როგორ შეიძლება დადგინდეს სხვა ობიექტის ადგილმდებარეობა;
  6. სივრცეში ან სიბრტყეზე მოძრაობისას როგორ აწარმოეთ ადგილმდებარეობის დასადგენი ჩანაწერის გაკეთება?

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  1. მოცემული ადგილმდებარეობის გეგმების და მარტივი სქემების საშუალებით სიბრტყეზე ორიენტირება;
  2. ადგილმდებარეობის დასადგენად საწყისი საორიენტაციო ობიექტის განსაზღვრა, რომლის მიმართაც განისაზღვრება/დგინდება სხვა ობიექტის მდებარეობა;
  3. იმსჯელოს იმის შესახებ, რომ გეომეტრიული ფიგურებისა და მათი ურთიერთგანლაგების სქემების, მოდელების საშუალებით, როგორ ხდება სივრცეში ორიენტირება.

ატრაქციონი - იმისათვის, რომ გაგიმარტივდეს დავალების შესრულება უნდა იცოდე:

  1. რას წარმოადგენს წრე/წრეწირი;
  2. რას წარმოადგენს რადიუსი/ქორდა/დიამეტრი;
  3. რა კავშირია რადიუსსა და დიამეტრს შორის;
  4. როგორ შეიძლება დაგვეხმაროს კოორდინატების ცოდნა რაიმე ობიექტის ადგილმდებარეობის ზუსტად განსაზღვრაში.



ტესტები მათემატიკაში

შემაჯამებელი სულ: 73

შემაჯ. - ამოცანა: 1682

გამოცდა - CAT: 1

CAT - ამოცანა: 186

ოფისი - WINDOWS: 1

WINDOWS - ამოცანა: 25


საჭირო ინფორმაცია

შესრულებულია სულ: 5769

მათ. ცნებები სულ: 87

პოსტი - გაკვეთილი: 332

მომხმარებელი: 149

საიტზე იმყოფება: 3