2020-03-25, ოთხშაბათი
საშინაო დავალებები ამიტვირთეთ, ვისაც არ გამოგიგზავნიათ.
ბავშვებო, როგორც მივხვდი გაგიჭირდათ ამოცანა 5-ის ამოხსნა. ვეცდები კითხვების საშუალებით მიხვდეთ როგორ უნდა ამოიხსნას.
თუ პირველმა მუშამ 24 დღე იმუშავა და დღეში 5 საათი მუშაობდა, ისმება კითხვა: სულ რამდენი საათი უმუშავია პირველ მუშას? იანგარიშე.
თუ მეორე მუშამ 30 დღე იმუშავა და დღეში 6 საათი მუშაობდა, ისმება კითხვა: სულ რამდენი საათი უმუშავია მეორე მუშას? იანგარიშე.
შემდეგი კითხვა: რამდენი საათი იმუშავა ორივე მუშამ ერთად? იანგარიშე.
თუ სულ გასანაწილებელი იყო 1200 ლარი, ისმება კითხვა: რა ღირს ერთი საათის მუშაობა? იანგარიშე.
პირველმა მუშამ რამდენი საათი იმუშავა და რა იქნება მისი კუთვნილი თანხა? იანგარიშე.
მეორე მუშამ რამდენი საათი იმუშავა და რა იქნება მისი კუთვნილი თანხა? იანგარიშე.
დიდი იმედი მაქვს, თვითონ მოახერხებთ ამოცანა 5-ის ამოხსნას.
ამოცანა 4, გაძლევთ მითითებას - ამ ამოცანაში აკლია პირობა, იფიქრეთ კიდევ ერთხელ და თუ ვერ მოიფიქრებთ, ხვალ დავდებ გაკვეთილზე.
სახელმძღვანელო - ნანა ჯაფარიძე, ნანი წულაია, მაია წილოსანი, გვ. 44.
საშინაო დავალება - დავალება 10.
შესრულებული საშინაო დავალებები ჩამიყარეთ ჯგუფში.
ტესტები მათემატიკაში
შემაჯამებელი სულ: 73
შემაჯ. - ამოცანა: 1682
გამოცდა - CAT: 1
CAT - ამოცანა: 186
ოფისი - WINDOWS: 1
WINDOWS - ამოცანა: 25
საჭირო ინფორმაცია
შესრულებულია სულ: 5769
მათ. ცნებები სულ: 87
პოსტი - გაკვეთილი: 332
მომხმარებელი: 149
საიტზე იმყოფება: 7
