2020-03-19, ხუთშაბათი
გუშინდელი დავალებები დაგიტოვეთ, შეასრულეთ და ამიტვირთეთ.
სახელმძღვანელო - ნანა ჯაფარიძე, ნანი წულაია, მაია წილოსანი, გვ. 44.
საშინაო დავალება - დავალება იგივე 3 და 6, რადგან ვერ გაიგეთ, ახლა აგიხსნით - ოთხი მაგალითი:
ა. (6 334 + 592 x 23):38 - 125 =
დავიმახსოვროთ, ჯერ უნდა შესრულდეს ფრჩხილებში ეს ვიცით, შემდეგ, თუ რამდენიმე მოქმედებაა შესასრულებელი - მათ შორის შეკრება-გამოკლება და გამრავლება-გაყოფა, მაშინ ჯერ უნდა შევასრულოთ გამრავლება-გაყოფა, შემდეგ მიმატება-გამოკლება, რომელიც გვექნება.
მოცემულ შემთხვევაში ჯერ ფრჩხილებში უნდა შევასრულოდ გამრავება, ესე იგი 592 x 23 = და პასუხს დავუმატოთ 6 334, შემდეგ გავაგრძელოთ მოქმედებების შესრულება, მიღებული პასუხი გავყოთ 38 - ზე და შევასრულოთ გამოკლება.
დ. (512 x 33 - 6028):(16250:50 - 182) =
ამ შემთხვევაში ჯერ პირველ ფრჩხილში შევასრულებთ მოქმედებებს, ესე იგი ჯერ გამრავლება და შემდეგ გამოკლება. შემდეგ მეორე ფრჩილში შევასრულებთ, ჯერ გაყოფა და შემდეგ გამოკლება. ამის მერე პირველი ფრჩხილის პასუხს გავყოფთ მეორე ფრჩხილის პასუხზე.
ე. 308 803 - 75 152 : 176 + 0 x 35 402 =
აქ ყველაფერი ერთადაა, ფრჩხილები არ გვაქვს, ასეთ შემთხვევაში ჯერ უნდა შევასრულოთ გაყოფა, შემდეგ გამრავლება და მერე თანამიმდევრობით. ანუ 308 803 - ს გამოვაკლოთ გაყოფის პასუხი და დავუმატოთ გამრავლების შედეგი.
თ. 507 x 22 - 345 x 24 +1 610:46 - 3 026:17 =
ალბათ უკვე მიხვდით როგორც უნდა გააკეთოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ, ჯერ გამრავლება და გაყოფები უნდა შეასრულოთ, შემდეგ მიღებული პასუხების თანამიმდევრობით შეკრება და გამოკლებები.
საშინაო დავალებას დააწერეთ თვე და რიცხვი, რომელი რიცხვის დავალებაც არის, გადაუღეთ სურათი და ჯგუფში ჩააგდეთ.
დავალება თუ ორი სურათი გამოვიდა ორივე ფურცელზე ეწეროს თვე და რიცხვი. ეცადეთ ერთი დავალება მეორე სურათზე არ გადავიდეს.
თუ კიდევ ვერ გაიგებს რომელიმე თქვენგანი, მომწერეთ და ჩატში აგიხსნით სათითაოდ.
ტესტები მათემატიკაში
შემაჯამებელი სულ: 73
შემაჯ. - ამოცანა: 1682
გამოცდა - CAT: 1
CAT - ამოცანა: 186
ოფისი - WINDOWS: 1
WINDOWS - ამოცანა: 25
საჭირო ინფორმაცია
შესრულებულია სულ: 5769
მათ. ცნებები სულ: 87
პოსტი - გაკვეთილი: 332
მომხმარებელი: 149
საიტზე იმყოფება: 12
