2020-04-03, პარასკები
საშინაო დავალებები ამიტვირთეთ, ვისაც არ გამოგიგზავნიათ.
გაკვეთილში გიწერიათ ნაშთიანი გაყოფის განმარტება და ფორმულა - წაიკითხეთ კიდევ ერთხელ და კარგად გაიაზრეთ.
დავალება 14 - ფორმულის მიხედვით უნდა შეასრულო ჩანაწერი, სხვა არაფერს ითხოვენ, მაგალითად 14 ის დ) ჩაიწერება ასე: a=5c+3.
სახელმძღვანელო - ნანა ჯაფარიძე, ნანი წულაია, მაია წილოსანი, გვ. 48.
საშინაო დავალება - დავალება 16, 17, 18 და 19.
მითითება დავალება 17 - ა) a=7k+11, პირობიდან k არის არასრული განაყოფი - მაშინ 7 არის გამყოფი და 11 ნაშთი, თუ 7-ზე უნდა გავყოთ ნაშთი შეიძლება იყოს 11?,
ბ) a=5k+4 - ამ შემთხვევაში გამყოფია 5 და ნაშთი 4, თუ ვყოფთ 5-ზე ნაშთი მაშინ ხომ შეიძლება იყოს 4? ნაშთი ნაკლებია ყოველთვის გამყოფზე.
თუ რაიმეს ვერ შესძლებთ მომწერეთ და მითითებებს მოგაწვდით, ან თიმში შეხვედრისას გავარჩევთ ერთად.
შესრულებული საშინაო დავალებები ჩამიყარეთ ჯგუფში.
ტესტები მათემატიკაში
შემაჯამებელი სულ: 73
შემაჯ. - ამოცანა: 1682
გამოცდა - CAT: 1
CAT - ამოცანა: 186
ოფისი - WINDOWS: 1
WINDOWS - ამოცანა: 25
საჭირო ინფორმაცია
შესრულებულია სულ: 5769
მათ. ცნებები სულ: 87
პოსტი - გაკვეთილი: 332
მომხმარებელი: 149
საიტზე იმყოფება: 9
