2020-04-07, სამშაბათი


საშინაო დავალებები ამიტვირთეთ, ვისაც არ გამოგიგზავნიათ.

ყურადღება: ვინც გამოტოვა ტელეგაკვეთილი, შეუძლია უყუროს საიტზე -
მოძებნეთ გაკვეთილი.

დავალებები ტელეგაკვეთილის პროგრამიდან - არითმეტიკული პროგრესია, მითითება დავალება 16-ის გ) და დ). ორივე დავალება მსგავსია და ერთნაირად უნდა შესრულდეს - მოცემულია ზოგადი ფორმულა, ფორმულიდან როგორ ვიპოვოთ პირველი წევრი?, მეორე? და სხვაობა?

სახელმძღვანელოდან - გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ქურჩიშვილი, გვ. 211.

ჩვენი ახალი მასალა არის წრფივი ორუცნობიანი უტოლობა - გადაიკითხეთ გაკვეთილი, ახლა განვიხილავ ერთ პრაქტიკულ მაგალითს.

დავუშვათ, მოცემული გვაქვს რაიმე წრფივი ორუცნობიან უტოლობათა სისტემა, ის აუცილებლად უნდა დავიყვანოთ y-ის განსახღვრამდე:

თითოეული უტოლობისთვის გრაფიკი ავაგოთ, როგორც ტოლობისთვის ანუ განტოლებისთვის და განვსაძღვროთ y-ის მდებარეობა უტოლობის ნიშნით. სისტემაში შემავალი ყველა უტოლობის ამონახსნთა კვეთა იქნება სისტემის ამონახსნი. ჩვენი მაგალითი გრაფიკულად გამოისახება შემდეგნაირად:



ამონახსნის ჩანაწერი თვითონ შეადგინეთ და გამომიგზავნეთ.

საშინაო დავალება, შეარჩიეთ სწორი პასუხი - დავალება 1-8.

თუ რაიმეს ვერ შესძლებთ მომწერეთ და მითითებებს მოგაწვდით, ან თიმში შეხვედრისას გავარჩევთ ერთად.

შესრულებული საშინაო დავალებები ჩამიყარეთ ჯგუფში.




ტესტები მათემატიკაში

შემაჯამებელი სულ: 73

შემაჯ. - ამოცანა: 1682

გამოცდა - CAT: 1

CAT - ამოცანა: 186

ოფისი - WINDOWS: 1

WINDOWS - ამოცანა: 25


საჭირო ინფორმაცია

შესრულებულია სულ: 5769

მათ. ცნებები სულ: 87

პოსტი - გაკვეთილი: 332

მომხმარებელი: 149

საიტზე იმყოფება: 16